მაღაზიის შიდა გაფორმება
მაღაზიის შიდა გაფორმება მოიცავს სამუშაოთა ყველაზე დიდ ჩამონათვალს - შემუშავდება ინტერიერის დიზაინი და მაღაზიაში ნავიგაციის სისტემა.
შეირჩევა ფერადი გადაწყვეტილებები კედლებისთვის, კოლონებისთვის, ჭერისა და იატაკისთვის, შიდა სასაქონლო ზონების ჩათვლით, ასევე ხორციელდება კედლის, იატაკის საფარის და ჭერის ტიპის შერჩევა. განისაზღვრება სანათების სახეობები და განათების დონე. შემუშავდება სანავიგაციო ელემენტების დიზაინი და კონსტრუქცია. იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ინტერიერი და მაღაზიის ნავიგაცია, კეთდება 3D ვიზუალიზაცია და მზადდება რენდერები.

ჩვენთან მაღაზიის ინტერიერის დიზაინი ყოველთვის ხარისხიანი და კონცეპტუალურია.
ჩვენ შევქმნით თქვენი მაღაზიის უნიკალურ ატმოსფეროს, რომელიც უბიძგებს მომხმარებელს პროდუქტის შეძენისკენ.
ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ ლამაზ დიზაინს, არამედ ჩვენი დიზაინი გეხმარებათ გაყიდვაში!
ინტერიერი
3D ვიზუალიზაცია
განათება
სანავიგაციო სისტემა სავაჭრო დარბაზში


