სავაჭრო აღჭურვილობა და POS მასალები
ჩვენ ვყიდით წარმატებული ვაჭრობისთვის აუცილებელ POS მასალებს
წარმატებული თანამედროვე მაღაზიის ან სხვა სავაჭრო ობიექტის არსებობა წარმოუდგენელია ფასმაჩვენებლების დამჭერების და ეფექტური POS-მასალების გარეშე.
ჩვენ გახლავართ ოფიციალური წარმომადგენელი და ვაერთიანებთ ცნობილი საერთაშორისო ლიდერების POS-მასალების ასორტიმენტს ლიტვიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან.
ჩვენთან წარმოდგენილი არის ფასმაჩვენებლების დამჭერების და POS-მასალების ყველაზე დიდი და ფარტო არჩევანი საქართველოში და ყოველთვის ხელმისაწვდომია პროდუქციის 600 მეტი დასახელება.
ჩვენ ოფისში თქვენ შეგიძლიათ 10 წუთში იყიდოთ და მიიღოთ პლასტიკის ჩარჩოები, სადგამები და ჩარჩოების სამაგრები, ფასმაჩვენებლების და სარეკლამო ჩანართების დამჭერები, კასეტური ფასმაჩვენებლები, თაროს ფასმაჩვენებლის დამჭერები, ცარცის დაფები და მარკერები, პვხ՝ს და აკრილის სადგამები, პოსტერების სამაგრები, დასაკიდი სისტემები, ვობლერების, სტოპერების, შელფტოქერების სამაგრები, თაროს გამყოფები და სხვა მრავალი პროდუქცია.
იხილეთ მაღაზიებში ჩვენი POS მასალების და ფასმაჩვენებლის დამჭერების გამოყენების ფოტოები


POS მასალები გეხმარებათ გაყიდვების
ზრდაში 15% - 30%- ით.
სავაჭრო აღჭურვილობა
4sales — არის ოფიციალური დისტრიბუტორი უმსხვილესი სავაჭრო აღჭურვილობის მწარმოებლის — თურქული ქარხნის Somcelik RAF www.somcelik.com. ამ მწარმოებლის სავაჭრო აღჭურვილობას იყენებენ ცნობილი სავაჭრო ქსელები მთელ მსოფლიოში, რაც ადასტურებს მის მაღალ ხარისხს.
სავაჭრო, სასაწყობო, საარქივო სტელაჟები, სტელაჟები ბოსტნეულისთვის და პურისთვის, კალათები აქციებისთვის და გონდოლები იმპულსური საქონლისთვის, სალაროები, მყიდველის კალათები, საკიდები და სხვა სამაგრები (საკიდებისთვის, ფეხსაცმლისთვის, უთოებისთვის, ფენებისთვის, მტვერსასვრუტებისთვის, ტელევიზორებისთვის, კონდიციონერებისთვის და ა. შ.) — ყოველთვის არის ხწლმისაწვდომი ჩვენთან საწყობში, თბილისში.
გარდა ამისა ჩვენთან ყოველთვის ხელმისაწვდომი არის სტელაჟის 10 განსხვავებული ფერი — ეს არის ფერების ყველაზე დიდი არჩევანი საქართველოში.
ჩვენ სპეციალისტებს შეუძლიათ სტელაჟის სახეობის შერჩევა პროდუქციის თითოეული ჯგუფისთვის. ჩვენ გავითვალისწინებთ სტელაჟის სიმაღლეს, სიღრმეს, სიგანეს და ასევე ჩამოსაკიდ ელემენტებს (თაროებს/საკიდებს/სხვა სამაგრებს), რომლებსაც გამოვიყენებთ თქვენი პროდუქციის ეფექტური წარმოდგენისთვის მერჩენდაიზინგის ყველა წესის დაცვით.
გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ:

- სავაჭრო აღჭურვილობის განლაგების გეგმის შედგენას;
- მაღაზიაში სტელაჟების მიწოდებას, გადმოტვირთვას და შემოტანას;
- სტელაჟების აწყობას და განლაგებას;
- აღჭურვილობის 3D ვიზუალიზაციას;
- კლიენტის ამოცანის მიხედვით აღჭურვილობის ინდივიდუალურ დაპროექტებას.


პროდუქციის ნახვა და ტესტირება შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში,
მობრძანდით!
4sales - მაღაზიის დიზაინი და პროექტირება.